ახლო მომავალში უკრაინის საკითხის რეგულირების პროცესი ჩამოყალიბდება, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა ამერიკულ დელეგაციასთან რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

"ახლო მომავალში ჩამოყალიბდება უკრაინის საკითხის რეგულირების პროცესი. ამერიკული მხარე შეგვატყობინებს, ვინ იქნება აშშ-ს წარმომადგენელი ამ სამუშაოს ფარგლებში და როგორც კი გავიგებთ შესაბამისი წარმომადგენლის სახელსა და მოვალეობას ჩვენ, როგორც პრეზიდენტმა პუტინმა უთხრა პრეზიდენტ ტრამპს, მაშინვე დავნიშნავთ ამ პროცესში ჩვენს წარმომადგენელს", - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

ცნობისთვის, დღეს საუდის არაბეთში უკრაინის ომის საკითხზე, ასევე ვაშინგტონისა და მოსკოვის ურთიერთობებზე აშშ-სა და რუსეთის წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკებები გაიმართა.