სერბეთში სროლის შედეგად 8 ადამიანი დაიღუპა და 13 დაიჭრა.
შემთხვევა გვიან საღამოს ქალაქ მლადენოვაცთან, სოფელ დუბონში მოხდა. თავდამსხმელმა ავტომატური იარაღიდან ცეცხლი მოძრავი ავტომობილიდან გახსნა და მიიმალა. პოლიციამ თავდამსხმელზე ძებნა გამოაცხადა, ის სავარაუდოდ 21 წლის კაცია.
ძებნის ოპერაციაში ჩართულია სამართალდამცველების დიდი რაოდენობა, ასევე ვერტმფრენები.