სერბეთში მასობრივი საპროტესტო გამოსვლების შედეგად, ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 30 დეკემბერს 30 უბანზე განმეორებითი საპარლამენტო არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება მიიღო.

სერბეთის ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები და მათი მომხრეები ბელგრადის ქუჩებში საპარლამენტო და მუნიციპალური არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ, რომელშიც გამარჯვება მმართველმა „პროგრესულმა პარტიამ“ მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული პოლიტიკური გაერთიანება არჩევნებში გამარჯვებას ზეიმობს, დემონსტრანტების განცხადებით, კენჭისყრის შედეგები მოქალაქეთა ნებას არ გამოხატავს.

ცენტრალური კომისიის გადაწყვეტილება მხოლოდ საპარლამენტო არჩევნებს ეხება და დემონსტრანტების მოთხოვნას, ბელგრადში ხელახალი ადგილობრივი არჩევნების ჩატარების შესახებ, არ აკმაყოფილებს.

აღსანიშნავია, რომ 30 საარჩევნო უბანი (ჯამში 12 240 ამომრჩეველი) სერბეთის 8000-ზე მეტი საარჩევნო უბნის მხოლოდ 0.38%-ს შეადგენს, შესაბამისად საბოლოო შედეგზე მნიშვნელოვან გავლენას ვერ მოახდენს.

17 დეკემბრის საკანონმდებლო ორგანოსარჩევნების შედეგად, 250 წევრიანპარლამენტში მანდატები შემდეგნაირადგადანაწილდა:

ალექსანდრ ვუჩიჩის კოალიცია - 128;

ოპოზიციური კოალიცია - სერბეთი ძალადობისწინააღმდეგ 65;

სერბეთის სოციალისტური პარტია + გაერთიანებული სერბეთი + სერბეთისმწვანეები 18;

ეროვნული დემოკრატიული ალტერნატივა- NADA” – 13;

ჩვენ - ხალხის ხმა 13;

ვოევოდინელ უნგრელთა ალიანსი 6;

სამართლიანობის და შერიგების პარტია + ვოევოდინელი ხორვატების დემოკრატიულიალიანსი 3;

სანჯაყის დემოკრატიული ქმედების პარტია 2;

პრიშევოს ხეობის ალბანელთა კოალიცია 1;

რუსული პარტია + იუგოსლავიის ახალიკომუნისტური პარტია 1.

17 დეკემბერს სერბეთში ვადამდელისაპარლამენტო არჩევნები გაიმართა. პრეზიდენტმა ალექსანდრ ვუჩიჩმასაკანონმდებლო ორგანოს არჩევნებისდანიშვნის გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც 2023 წლის მაისში ცეცხლსასროლიიარაღიდან განხორციელებულ სროლებს ჯამში18 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა დაქვეყანა მასშტაბურმა საპროტესტოგამოსვლებმა, სახელწოდებით - სერბეთიძალადობის წინააღმდეგ, მოიცვა.

განათლების მინისტრის, ბრანკო რუჟიჩის, შინაგან საქმეთა მინისტრის, ბრატისლავგაშიჩისა და სახელმწიფო უსაფრთხოებისსააგენტოს დირექტორის, ალექსანდარვულინის გადადგომას მოთხოვნით დაწყებულიგამოსვლები, სერბეთის პრეზიდენტის, ალქსანდრ ვუჩიჩისა და მისი მოკავშირებიისმხირდან აქციის მონაწილეთა მოთხოვნებისშესრულებაზე სასტიკი უარის მიღების შემდეგ, მასშტაბურ ანტი-სამთავრობო პროტესტშიგადაიზარდა.

პროგრესული პარტია სერბეთისხელისუფლების სათავეში 2012 წლიდანიმყოფება. 2012 წლის შემდეგ, ქვეყანაშისაკანონმდებლო ორგანოს არჩევნები ხუთჯერგაიმართა და ხუთივე შემთხვევაშიამომრჩეველთა ხმების უმრავლესობის მიღებაპროგრესულმა პარტიამ მოახერხა.