დღეს, სერბეთში მოქალაქეები ქუჩების ბლოკირების და პარალიზების წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად შეიკრიბნენ.
სერბეთის მედიის ცნობით, დღეს სერბეთის 75 მუნიციპალიტეტში მოქალაქეები დემონსტრაციებზე გამოვიდნენ ქუჩების ბლოკირების, პარალიზების და ძალადობის მომხრეთა წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად და ერთდროულად ნათლად განაცხადეს: „საკმარისია!“ .
უბის თემში დემონსტრაციაზე გამოსულ მოქალაქეებს სერბეთის პრეზიდენტი ალექსანდერ ვუჩიჩი შეუერთდა და კიდევ ერთხელ მოუწოდა დიალოგისკენ ხელისუფლების მოწინააღმდეგეებს.
„ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ დიალოგზე დავითანხმოთ განსხვავებულად მოაზროვნე ადამიანები“, - თქვა მან და აღნიშნა, რომ იმ 49-ვე მუნიციპალიტეტში, სადაც დემონსტრაცია განმეორებით იმართება, ამჯერად გაცილებით მეტი, დაახლოებით 55 ათასი ადამიანი შეიკრიბა.
პოლიციის გენერალური დირექტორის, დრაგან ვასილევიჩის თქმით, მშვიდობიანი შეკრებები 71 მუნიციპალიტეტსა და ქალაქში გაიმართა, პოლიციის შეფასებით, მასში 69 776 ადამიანი მონაწილეობდა.
„არც ერთი ინციდენტი არ მომხდარა. არც ერთი მოქალაქე არ დაშავებულა, არც ერთი პოლიციის თანამშრომელი არ დაშავებულა, არც ერთი შენობა ან ქონება არ დაზიანებულა. ყველაფერმა მშვიდად და მშვიდობიანად ჩაიარა“, - განაცხადა მან