საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, თუშეთში, წოვათის ხეობაში, ალპურ ზონაში იწვის ბალახი. 

"ვინაიდან, ხანძარი მძიმე ტექნიკისთვის მიუვალ ადგილზეა, საჭირო გახდა სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენის ჩართვა, რომელმაც მეხანძრე-მაშველების ხანძრის გავრცელების ადგილზე გადაყვანა, რამდენიმე ეტაპად განახორციელა. ამ წუთებში, აქტიურად მიმდინარეობს ხანძრის ქრობის სამუშაოები, ყველა შესაბამისი სპეც-აღჭურვილობის საშუალებით. დასახლებულ პუნქტთან ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს" - ნათქვამია უწყების გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ფოტო არქივიდან