სერბეთის პრეზიდენტმა, ალექსანდრ ვუჩიჩმა სოციალურ ქსელში ინფორმაცია გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ მას კვირის გვიან საღამოს, აშშ-ის ახალარჩეულ პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო ჰქონდა. ის აღნიშნავს, რომ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის ყველა სფეროში გაუმჯობესებას ელოდება.

ვუჩიჩი აღნიშნავს, რომ საუბარი იყო "ძალიან გულთბილი", ხოლო ტრამპმა "ბევრი რამ იცოდა სერბეთის შესახებ.

სერბეთის ლიდერმა იმედი გამოთქვა, რომ სერბეთსა და შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები "კიდევ უფრო გაუმჯობესდება ყველა სფეროში".

ამასთან, მან დასძინა, რომ ელოდება, თუ როდის ეწვევა ტრამპი სერბეთს, რადგან სერბეთი ის ქვეყანა იყო, სადაც "ტრამპის აშშ-ის პრეზიდენტად არჩევას ყველაზე დიდი მხარდაჭერა ჰქონდა".

"პრეზიდენტმა ტრამპმა მადლიერება გამოხატა სერბეთის მოქალაქეებისა და სერბი ხალხის მხრიდან მიღებულ ძალიან დიდ მხარდაჭერისთვის", - აღნიშნავს სერბეთის პრეზიდენტი.