სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცხადებით, 2028 წელს მისი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანება ნაკლებად სავარაუდოა.
„მონტენეგროს ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ, მაგრამ არ მჯერა, რომ ისინი 2028 წელს ევროკავშირის წევრები გახდებიან. არ მჯერა, რომ ჩვენ, სერბეთი 2028 წელს ევროკავშირის წევრები გავხდებით, რადგან ბევრი პრობლემა არსებობს. პირველ რიგში, არსებობს ევროკავშირის ინტერესები, რომლებიც დროდადრო განსხვავდება ჩვენი ინტერესებისგან.
მჯერა, თუ ზოგიერთი ჩვენგანი დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებიდან ევროკავშირის წევრი გახდება, ეს არ მოხდება 2030 წლამდე, მაგრამ ეს მხოლოდ ჩემი შეფასებაა“, – აღნიშნა ალექსანდრ ვუჩიჩმა.