საფრანგეთში მომხდარ ტერაქტთან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს
1603006248
საფრანგეთის პოლიციამ დედაქალაქის რაიონში მასწავლებელზე თავდასხმის დროს ოთხი ადამიანი დააკავა, მათ შორის არასრულწლოვანიც. ამის შესახებ France-Presse სასამართლო ხელისუფლების წყაროს მითითებით იუწყება.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ყველა ეჭვმიტანილი დააკავეს. ისინი ტერორისტის ახლობლები არიან, რომელსაც დანაშაულის ადგილზე პოლიციელებმა ესროლეს.
პარასკევ საღამოს მასწავლებელს თავს დაესხნენ Conflans-Saint-Honorine-ში, იმ სკოლის მახლობლად, სადაც ის ისტორიას ასწავლიდა. თავდამსხმელმა ყელი გამორა მას. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა იგი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლეს.
დანაშაულის გამოძიება დაევალა საფრანგეთის ანტიტერორისტულ პროკურატურას. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა მომხდარს უკვე უწოდა ტერორისტული აქტი. არ არსებობს ზუსტი ინფორმაცია თავდამსხმელის ვინაობის შესახებ. სამართალდამცავი ორგანოების მიერ დაცულ ტერორისტულ მონაცემთა ბაზაში თავდამსხმელის შესახებ ინფორმაცია არ არის.




