საფრანგეთი 19 ოქტომბერს პარიზში „ნორმანდიული ოთხეულის“ შეხვედრის შესაძლებლობას არ გამორიცხავს. აღნიშნულის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟარ მარ ერომ რადიოსადგურ France Inter-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ამავე დღეს ქვეყნის დედაქალაქში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინისა და მისი ფრანგი კოლეგის, ფრანსუა ოლანდის შეხვედრა იგეგმება, თუმცა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კონკრეტული გადაწყვეტილება ჯერჯერობით მიღებული არ არის. საფრანგეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელის განცხადებით, თუ ქვეყნის ლიდერებს შორის შეხვედრა შედგება, ისინი სირიისა და უკრაინის კრიზისზე იმსჯელებენ.

"თუ სახელმწიფოს მეთაურების შეხვედრა შედგება, ისინი უკრაინაში შექმნილ ვითარებაზე იმსჯელებენ, რათა ე.წ. ნორმანდიულ ფორმატში მინსკის შეთანხმების შესრულებას მშვიდობიანად მივაღწიოთ", - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, ვლადიმერ პუტინისა და ფრანსუა ოლანდის შეხვედრის შესახებ 16 სექტემბერს გახდაცნობილი.აღნიშნულის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თავის ფრანგ კოლეგა ჟან მარ ეროსთან შეხვედრისას განაცხადა.