მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ მხარს უჭერს ქვეყნის თანდათანობით გასვლას დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობიდან და განმარტავს, რომ რუსეთი უგულებელყოფს კიშინიოვის ინტერესებს. ამის შესახებ მან მოლდავურ პროექტ NonFiction-თან ინტერვიუში თქვა.
სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვა აღარასოდეს უმასპინძლებს დსთ-ს სამიტს. "სამწუხაროდ, იმან, რაც მოხდა მთელი ამ ხნის განმავლობაში, აჩვენა, რომ მოლდოვის რესპუბლიკისთვის ამ საზოგადოებაში კარგი არაფერი დარჩა", - თქვა მან.
მოლდოვის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ქვეყანა მზად არის კარგი ურთიერთობები დაამყაროს სხვა ქვეყნებთან, მაგრამ პატივისცემის საფუძველზე.
"როდესაც არის მუდმივი ბლოკადა, ენერგეტიკული შანტაჟი, პროპაგანდა და როცა რუსეთი - იმიტომ რომ აქ ყველაზე დიდი პრობლემა რუსეთის ფედერაციაა - არ სცემს პატივს ჩვენი სახელმწიფოს სუვერენიტეტს, არჩევანს, მაშინ, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა გამოვიდეთ და ყოველთვის ვიმოქმედოთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესების დასაცავად", - თქვა სანდუმ.
მოლდოვა ჯერ კიდევ დსთ-ს წევრია, მაგრამ აპრილში ქვეყანამ ზოგიერთი ხელშეკრულების დენონსაციის პროცესი დაიწყო.