სამხრეთ კორეაში მდებარე სასტუმრომ ბოდიში მოიხადა იმ შეცდომის გამო, რამაც უცხო პირებს საშუალება მისცა, დაენახათ სასტუმროს კლიენტების საუნა.
The Grand Josun-მა, ახალმა, ხუთვარსკვლავიანმა სასტუმრომ კუნძულ ჯეჯუზე, გამოაქვეყნა განცხადება ვებ-გვერდზე მას შემდეგ, რაც ადგილობრივმა ბლოგმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საუნას ჟალუზები დღის განმავლობაში მაღლა იყო აწეული, რაც ხალხს საშუალებას აძლევდა, ქუჩიდან დაენახა, თუ რა ხდებოდა ქალების საუნაში. "ჩვენ ძალიან ვწუხვართ იმის გამო, რომ ჩვენი მომხმარებლებისთვის ასეთი უხერხულობა შევქმენით Grand Josun Jeju Hill-ის ლუქსის ქალთა საუნაში ზოგიერთი მოწყობილობის გამოყენების გამო, სარკისებრი საფარის არარსებობისა და ჟალუზების მუშაობის პრობლემების გამო", - ნათქვამია განცხადებაში, რომელიც გამოქვეყნდა 18 თებერვალს. "საუნის მუშაობა შეჩერებულია და ჩვენ ვამოწმებთ ხარვეზებს და დაუყოვნებლივ ვმოქმედებთ მათ გამოსასწორებლად." სასტუმროში განმარტავენ, რომ სპეციალური საფარი ხალხისთვის შეუძლებელს ხდის დღისით იმის დანახვას, თუ რა ხდება საუნაში, მაგრამ ღამით იგი არ მუშაობს იგივე პრინციპით, რის გამოც, როგორც კი დაბნელდება, უნდა ჩამოეფაროს ჟალუზები.