სამხრეთ კორეის სამხედროებმა გამაფრთხილებელი გასროლა განახორციელეს მას შემდეგ, რაც ჩრდილოეთ კორეელმა ჯარისკაცებმა მცირე ხნით გადაკვეთეს საზღვარი ორ კორეას შორის. ამის შესახებ სამშაბათს, 11 ივნისს, დილით სამხრეთ კორეის საინფორმაციო სააგენტო Yonhap სამხრეთ კორეის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბზე (JCS) დაყრდნობით იტყობინება.

მითითებულია, რომ ჩრდილოეთ კორეელი ჯარისკაცების ჯგუფმა 9 ივნისს, ადგილობრივი დროით დაახლოებით 12:30 საათზე გადაკვეთა სადემარკაციო ხაზი დემილიტარიზებული ზონის ფარგლებში, რომელიც ჰყოფს ორ კორეას შორის საზღვრის ცენტრალურ მონაკვეთს.

გამაფრთხილებელი შეძახილისა და სროლების შემდეგ, ჩრდილოეთ კორეის სამხედროები საზღვრის თავის მხარეს დაბრუნდნენ. ამის შემდეგ, გაერთიანებული შტაბის ცნობით, აღარ ყოფილა „არანაირი უჩვეულო აქტივობა“.

მანამდე ჩრდილოეთ კორეიდან ათობით საჰაერო ბუშტი ნარჩენებით გაუშვეს სამხრეთ კორეის მიმართულებით.