ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს 1 მილიონზე მეტი საარტილერიო ჭურვი გადასცა, სანაცვლოდ კი რუსეთისგან სატელიტური თანამგზავრის პროგრამაში დახმარება მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ AFP სამხრეთ კორეულ დაზვერვაზე დაყრდნობით ავრცელებს. 

სამხრეთ კორეის პარლამენტის დახურულ სესიაზე NIS-ის მაღალჩინოსნებზე განაცხადეს, რომ აგვისტოდან მოყოლებული ჩრდილოეთ კორეამ რუსეთს შეიარაღების 10 პარტია გადასცა.

"დაზვერვამ გაარკვია, რომ რუსეთმა ჩრდილოეთ კორეას 1 მილიონზე მეტი ჭურვი გადასცა. მათი ანალიზის მიხედვით ეს დაახლოებით 2 თვის სამყოფი საბრძოლო მასალაა",- განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას სამხრეთ კორეული პარლამენტის დეპუტატმა.

ამავე წყაროს ცნობით, სანაცვლოდ კიმმა სადაზვერვო კოსმოსური თანამგზავრის პროგრამისთვის ტექნიკური კონსულტაციები მიიღო. მიმდინარე წელს ჩრდილოეთ კორეამ ორჯერ წარუმატებლად სცადა ორბიტაზე თანამგზავრის გაყვანა, თუმცა ორივე მცდელობა წარუმატებლად დასრულდა.

დეპუტატმა განაცხადა, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ დაანონსებული მესამე მცდელობის გადადების მიუხედავად, დაზვერვა ვარაუდობს, რომ მესამე მცდელობა უფრო წინა მცდელობებზე წარმატებული იქნება.