საფრანგეთის მთავრობამ 2027 წლის საპრეზიდენტო არჩევნების ოფიციალური განრიგი დაამტკიცა. 2026 წლის 1 ივლისს გამართულ მთავრობის სხდომაზე გადაწყდა, რომ არჩევნების პირველი ტური 2027 წლის 18 აპრილს, ხოლო მეორე ტური 2 მაისს გაიმართება.
არჩევნების თარიღები განისაზღვრა საფრანგეთის კონსტიტუციით გათვალისწინებული ვადებისა და პოლიტიკურ პარტიებთან კონსულტაციების საფუძველზე. მოქმედი პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის მეორე ვადის ამოწურვის თარიღი 2027 წლის 13 მაისია.
მეორე ტურის თარიღმა გარკვეული დებატები გამოიწვია, ვინაიდან ის საერთაშორისო მშრომელთა დღის (1 მაისი) მეორე დღეს იმართება. ოპოზიციის ნაწილი არჩევნების ამ განრიგს "არა-ნეიტრალურად" აფასებს, თუმცა მთავრობის პრესსპიკერმა, მოდ ბრეჟონმა აღნიშნა, რომ ეს თარიღები ყველა არსებული შეზღუდვისა და კანონმდებლობის გათვალისწინებით შეირჩა.
ემანუელ მაკრონი, საფრანგეთის კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტის პოსტზე კენჭს ვეღარ იყრის. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვების თანახმად, არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან სხვადასხვა პოლიტიკური ძალების ლიდერები, მათ შორის ულტრამემარჯვენე "ეროვნული გაერთიანების" წარმომადგენელი ჯორდან ბარდელა და ყოფილი პრემიერ-მინისტრი გაბრიელ ატალი.




