ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს

საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის მიერ საპენსიო რეფორმის დასაცავად წარმოთქმული სიტყვის და რეფორმის მოწინააღმდეგეების „ბრბოდ" მოხსენიების მეორე დღეს მთელი საფრანგეთის მასშტაბით გამართულ საპროტესტო აქციებში ხელისუფლების წარმომადგენელთა მტკიცებით მილიონი, ხოლო აქციის ორგანიზატორი პროფკავშირების თქმით კი სამი მილიონი ადამიანი მონაწილეობდა.  

„123 პოლიციელი და ჟანდარმი დაშავდა, 80-ზე მეტი ადამიანი დააკავეს“, - დაწერა ტვიტერზე შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალდ დარმანინმა და დაამატა, რომ საღამოს წავა პოლიციის შტაბში, რათა „სიტუაციის თვალყური ადევნოს და აგენტებს მადლობა გადაუხადოს."  

პრესის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ლილში პოლიციის დეპარტამენტის უფროს ქვა მოხვდა თავში, ბორდოში კი დემონსტრანტებმა ქალაქის მერიაში შესასვლელ მასიურ ხის კარს წაუკიდეს ცეცხლი და მეხანძრეთა ოპერატიული ჩარევის მიუხედავად, კარი სწრაფად დაიწვა.