ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული პრესა ავრცელებს.
2023 წლის დეკემბერში, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებით აღძრული საქმიდან გამომდინარე, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის ყოფილ მეუღლესთან დაკავშირებული ბასკეთში მდებარე ვილის და კრემლის პრესმდივნის დმიტრი პესკოვის ყოფილი მეუღლესთან დაკავშირებული პარიზში მდებარე ბინის კონფისკაცია მოხდა, - წერს lemonde.
საფრანგეთის ბასკეთის საკურორტო ქალაქ ანგლეტში მდებარე ბინა რუს ბიზნესმენს, არკადი ოჩერეტნის ეკუთვნის. 46 წლის არკადი ოჩერეტნი რუსეთის პრეზიდენტის ყოფილი მეუღლის, 66 წლის ლუდმილა პუტინას ქმარია.
ფრანგული მედიის ცნობით, არტ დეკოს სტილის მდიდრული ვილა, რომელიც „სუზანას" სახელითაა ცნობილი, 2013 წელს 5,4 მილიონ ევროდ იყიდეს და მისი რემონტის ღირებულება 3,5 მილიონი ევროა.
დმიტრი პესკოვის ყოფილი ცოლის, ეკატერინა სოლოცინსკაიას პარიზის 180 კვ. მ. ფართის ბინა 2016 წელს 1,5 მილიონ ევროდ არის ნაყიდი.
რუსეთის მოქალაქეების კერძო საკუთრების ხელყოფით საფრანგეთის ხელისუფლება ძირს უთხრის მათი სამართლებრივი სისტემის საფუძვლებს, - განაცხადა მომხდართან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.