საფრანგეთის შეიარაღებული ძალების მინისტრი, კატრინ ვოტრენი სოციალურ ქსელ X-ზე გამოქვეყნებულ პოსტში ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ომის განმავლობაში საფრანგეთი ისრაელს იარაღს არ აწვდის.


მინისტრის განმარტებით, მთავრობა „შემთხვევების ინდივიდუალური განხილვის საფუძველზე“ გასცემს ნებართვას იმ კომპონენტების გაყიდვაზე, რომლებიც საბოლოო პროდუქტში უნდა იქნას ინტეგრირებული. ვოტრენი ორ კონკრეტულ შემთხვევას ასახელებს: პირველი — ისრაელის სამოქალაქო მოსახლეობის დაცვის მიზნით, და მეორე — იმ აღჭურვილობისთვის, რომელიც „მხოლოდ რეექსპორტისთვისაა განკუთვნილი