აშშ-ს პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის თქმით, საფრანგეთმა ისრაელში მიმავალი სამხედრო მარაგით დატვირთული თვითმფრინავები თავის საჰაერო სივრცეში არ შეუშვა.

"საფრანგეთმა ისრაელში მიმავალ სამხედრო მარაგით დატვირთულ თვითმფრინავებს საფრანგეთის ტერიტორიაზე გადაფრენის უფლება არ მისცა. საფრანგეთი "ირანის ჯალათთან" მიმართებით, რომელიც წარმატებით იქნა ლიკვიდირებული, ძალიან უსარგებლო იყო! აშშ-ს ეს ყველაფერი ახსოვს!!!" - წერს ტრამპი Truth Social-ზე

ცნობისთვის, აქამდე ესპანეთმა ირანის ომში ჩართული აშშ-ს თვითმფრინავებისთვის საჰაერო სივრცე ჩაკეტა.

ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ხოსე მანუელ ალბარესის განმარტებით, გადაწყვეტილების მიზანია, არ გააკეთონ "არაფერი, რამაც შეიძლება ხელი შეუწყოს ამ ომის ესკალაციას."