შესაძლო საფრთხის გამო, წელს საფრანგეთმა პარიზის ტერიტორიაზე მუსლიმებს ყოველწლიური შეკრება აუკრძალა.
პარიზის პოლიციის უფროსის განცხადებით, აღნიშნული შეზღუდვა ძალაში რამდენიმე დღის განმავლობაში დარჩება.
"შინაგან საქმეთა მინისტრის, ლორან ნუნეზის მოთხოვნით, მე გავეცი ბრძანება, რომელიც კრძალავს საფრანგეთის მუსლიმების მე-40 ყოველწლიური შეხვედრის ჩატარებას, რომელიც 3-დან 6 აპრილამდე გაიმართება პარიზის ლე ბურჟეს საგამოფენო ცენტრში. ეს გადაწყვეტილება ეროვნულ და საერთაშორისო კონტექსტში განისაზღვრა, რომელიც ხასიათდება გაზრდილი დაძაბულობით, ტერორიზმის საფრთხის არსებობით, საზოგადოებრივი არეულობის რისკებით და ქუჩებში პოლიციის გაზრდილი ყოფნით მომდევნო დღეებში", – განაცხადა პარიზის პოლიციის უფროსმა, პატრის ფორემ.
მედიის ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც პარიზში Bank of America-ს ფილიალს თავს დაესხნენ. პოლიციამ ადგილზე დააკავა კაცი თვითნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობით, რითაც ბანკის აფეთქება სცადა. პროკურატურა ვარაუდობს, რომ თავდასხმას პროირანული ისლამისტური დაჯგუფება – "ისლამის მარჯვენა ხელის თანამგზავრების მოძრაობა" (HAYI) ხელმძღვანელობდა. ამის შემდეგ საფრანგეთმა პარიზის მასშტაბით მნიშვნელოვან ობიექტებზე უსაფრთხოების ზომები გააძლიერა.




