ტრამპის და პუტინის შეხვედრა ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, - ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჟან-ნოელ ბარო X-ზე წერს.
"დღეს ჩემს ევროპელ კოლეგებთან ერთად მონაწილეობა მივიღე საგარეო საქმეთა საბჭოს რიგგარეშე სხდომაში. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას და ვისწრაფვით სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისკენ. სამიტი, რომელიც ალასკაზე გაიმართება ცეცხლის შეწყვეტით უნდა დასრულდეს, რომელიც პრეზიდენტ ტრამპს სურს და რომელსაც უკრაინა ხუთი თვის წინ დათანხმდა. სწორედ ამის საფუძველზე შეიძლება მოლაპარაკებების დაწყება", - წერს ბარო.
J’ai participé aujourd’hui avec mes collègues européens à un conseil des affaires étrangères extraordinaire. Nous soutenons l’Ukraine et aspirons à une paix juste et durable. Le sommet qui se tiendra en Alaska devra aboutir au cessez-le-feu souhaité par le président Trump et…
— Jean-Noël Barrot (@jnbarrot) August 11, 2025