ამის შესახებ ინფორმაციას ბერძნული პორტალი ieidiseis ავრცელებს.

ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებლის ქალაქ ლარისას მახლობლად სატვირთო მატარებელთან შეჯახების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 05:00 საათისთვის (07:00 თბილისი დროით) 29 კაცამდე გაიზარდა.

პორტალ ieidiseisის თქმით, 85 დაშავებულიდან 25-ის მდგომარეობა მძიმეა.

ათენიდან სალონიკის მიმართულებით 450 კაცი მგზავრობდა. აქედან 80 ლარისაში ჩავიდა. მატარებლების შეჯახების მომენტში სამგზავრო მატარებელში 370 მგზავრი იმყოფებოდა.