ამის შესახებ ინფორმაციას საბერძნეთის სააგენტოები ავრცელებენ.
გუშინ, გვიან ღამით, ადგილობრივი დროით დაახლოებით 23:00 საათზე, ათენიდან სალონიკისკენ მიმავალი სამგზავრო მატარებელი, ქალაქ ლარისასთან ახლოს, იმავე ხაზზე საპირისპირო მიმართულებით მოძრავ სატვირთო მატარებელს შეეჯახა.
შეჯახების შედეგად სამგზავრო მატარებლის სამი ვაგონი რელსებიდან გადავიდა, მათგან ერთს კი ცეცხლი გაჩნდა.
ბერძნულ პორტალ newsit -ის ინფორმაციით, 04:00 საათისთვის (06:00 თბილისის დროით) არსებული ცნობით დაღუპულია 26 და დაშავებულია 85 კაცი.
სამგზავრო მატარებელში 350 მგზავრი იყო. 250 მათგანი ავტობუსებით გაამგზავრეს სალონიკში, დაშავებულები კი ქალაქ ლარისას საავადმყოფოებში გადაიყვანეს.