ამის შესახებ სომხური მედია იუწყება.

სომხეთის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ 355 საარჩევნო უბნის არჩევნების შედეგები 01:45 საათის მდგომარეობით, საარჩევნო ბიულეტენების 7.96 პროცენტის დამუშავების შემდეგ.

ამ შედეგების მიხედვით, მოქმედი მმართველი პარტია „სამოქალაქო შეთანხმება“ ლიდერობს ხმების 54.7 პროცენტით (63 264 ხმა).

მეორე ადგილზეა პარტიული ალიანსი „ძლიერი სომხეთი“ 21.66 პროცენტით (25 052 ხმა).

მესამე ადგილზეა პარტიული ალიანსი „სომხეთი“ 8.89 პროცენტით (10 278 ხმა).

მეოთხე ადგილზეა პარტია „აყვავებული სომხეთი“ 5.22 პროცენტით (6 038 ხმა).

საარჩევნო ბარიერი პარტიული ბლოკებისთვის („ძლიერი სომხეთი“ და „სომხეთი“) 8 პროცენტია, პარტიებისთვის კი 4 პროცენტი.