საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა და პარტია "ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის გენერალურ პროკურორს, იური ლუცენკოს "ნაბიჭვარი, ლოთი და ქურდი" უწოდა. უკრაინულ ტელეარხ Zik-თან ინტერვიუში მან ლუცენკო კორუფციაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ის "დეგრადირებულია".

„უკრაინის გენერალური პროკურორი, იური ლუცენკო ქურდი და ნაბიჭვარია, რომელმაც განაცხადა, რომ რუსეთის ФСБ -ს აგენტი ვარ. ეს მხოლოდ შეურაცხყოფა არაა. ის დეგრადირებული ალკოჰოლიკი და ქურდია, რომელმაც ათობით მილიონი დოლარი მიითვისა და სეიშელებზე გასართობად წავიდა. მოუსმინეთ ეს ნაბიჭვარი რას ამბობს?! ის დეგრადირებულია.

მე, მიხეილ სააკაშვილი ვლადიმერ პუტინის მთავარი მტერი ვარ, როგორ ბედავს ეს დეგრადირებული ალკოჰოლიკი ჩემს შესახებ ასე საუბარს და მადანაშაულებს, რომ რუსეთის ФСБ აგენტი ვარ. უსმენთ, რას ამბობს ის?! მან ძალიან დიდი შეურაცხყოფა მომაყენა. ამ ალკოჰოლიკმა შინაპატიმრობა მომისაჯა, როცა თავად სეიშელის კუნძულებზე ისვენებდა. მზად ვარ ნებისმიერ დროს ბრალდების მიერ წარმოდგენილ ჩანაწერთან დაკავშირებით დამოუკიდებელი ექსპერტიზა ჩავატარო.

მანამდე, ერთ-ერთმა უკრაინულმა ტელეკომპანიამ მოახდინა ჩანაწერის ანალიზი და დაასკვნა, რომ ის 24 ნაწილისგან იყო დამონტაჟებული. ამ დროისთვის უკრაინაში ჩემთან დაკავშირებულ საქმეებზე რამდენიმე სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. როგორც კი ქვეყნის შიგნით ყველა იურიდიული მექანიზმი ამოიწურება, რა თქმა უნდა, მივმართავ ევროპულ სასამართლოს და ამ ხელისუფლებას ყველა საქმეს მოვუგებ“,-აცხადებს სააკაშვილი.