რუსეთმა სუმსა და ჩერნიგოვზე იერიში მიიტანა. დაბომბვის შედეგად დაზიანებულია კრიტიკული ინფრასტრუქტურა.
ქალაქ სუმზე იერიშის შედეგად დაზიანებულია ელექტროსადენები და გაზის მილები. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიისა და გაზის გარეშე დარჩა. დაჭრილია ერთი ადამიანი.
რუსულმა ძალებმა დაბომბეს ჩერნიგორივს ოლქიც. ცეცხლი გაუჩნდა საცხოვრებელ შენობებს.
13 აგვისტოს ღამეს, რუსეთმა უკრაინაზე დრონებით იერიში მიიტანა. საჰაერო თავდაცვის ძალებმა 30 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურა.