უკრაინული მედიის ცნობით, 15 აგვისტოს ღამით, რუსეთის საოკუპაციო ძალებმა მასირებული იერიში მიიტანეს ვოლინის ოლქიდ ქალაქ ლუცკზე. დაიბომბა სამრეწველო ობიექტი, დაღუპულია სამი ადამიანი.

ლუცკის მერი იგორ პოლიშჩუკი თავდაპირველად დაშავებულების შესახებ იტყობინებოდა, თუმცა მოგვიანებით ვოლინის საოლქო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა იური პოგულიაიკომ სამი ადამიანის დაღუპვის ფაქტი დაადასტურა. მისივე თქმით,კიდევ რამდენიმე დაშავებული კლინიკაშია გადაყვანილი.