ამის შესახებ ინფორმაციას პორტალი la Repubblica აქვეყნებს.

ცოტა ხნის წინ, მილანის სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა დატოვა გადაწყვეტილება რუსი ბიზნესმენის, კრასნოიარსკის მხარის გუბერნატორ ალექსანდ უსის ვაჟის, არტიომ უსის აშშ-ში ექსტრადირების შესახებ ვენესუელიდან ჩინეთსა და რუსეთში ნავთობის კონტრაბანდის საკამათო ბრალდებების საფუძველზე, მაგრამ მან ასევე დაადგინა, რომ არ არსებობდა პირობები ექსტრადირებისთვის აშშ-დან რუსეთში სამხედრო ტექნოლოგიების კონტრაბანდის ან ფულის გათეთრების ბრალდებით.

არტიომ უსმა, რომელიც მილანში შინაპატიმრობაში მყოფი ელოდებოდა მოსამართლეთა გადაწყვეტილებას, 22 მარტს, ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გაუჩინარდა. მას ამჟამად პოლიცია ეძებს, - წერს პორტალი milano.repubblica.

არტიმ უსი იტალიის პოლიციამ ამერიკის მოთხოვნით მილანის მალპენსას აეროპორტში, ქვეყნიდან თურქეთში გამგზავრების წინ, 20 ოქტომბერს დააკავა.  დაკავებამდე ერთი დღით ადრე ამერიკის მართლმსაჯულებამ არტემ უსს, ოთხ სხვა რუსთან და ორ ვენესუელელ ნავთობის ბროკერთან ერთად, ბრალი დასდო ვენესუელას ნავთობის სანქციების გვერდის ავლით რუსეთსა და ჩინეთში გატანაში და მათ მიერ შექმნილი ყალბი ფირმების მეშვეობით აშშ-ის წარმოების თვითმფრინავებში, რადარებში, სარაკეტო დანადგარებში, თანამგზავრებში და სხვა სამხედრო შეიარაღებაში გამოყენებული ნახევარგამტარების და მიკროპროცესორების შესყიდვაში და სანქცირებული ქვეყნის (რუსეთის) არმიისთვის მიწოდებაში. 

დაკავების შემდეგ არტიომ უსმა განაცხადა, რომ არ სურდა მომხდარიყო მისი აშშ-ში ექსტრადირება. იტალიის მართლმსაჯულებამ ექსტრადირების საფუძვლიანობის დადგენის პროცესი წამოიწყო, არტიომ უსის ადვოკატებმა კი მეორე დღესვე სასამართლოს მიმართეს და მისთვის საპატიმრო ღონისძიების შინაპატიმრობით შეცვლა მოითხოვეს.