რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, სამშაბათს, ივანოვოს ოლქში, სარემონტო სამუშაოების შემდეგ სატესტო ფრენის დროს, სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავმა "AN-22" კატასტროფა განიცადა.

უწყების ინფორმაციით, თვითმფრინავი დაუსახლებელი ადგილას ჩამოვარდა. 

"ეკიპაჟის ბედის დასადგენად, ავარიის ადგილზე სამძებრო-სამაშველო ჯგუფია გაგზავნილი", - განაცხადა სამინისტრომ. 

იუწყებიან, ადგილზე გაგზავნილია რუსეთის საჰაერო ძალების კომისია, რათა დაადგინოს ავარიის ყველა გარემოება.