სომხეთის მოთხოვნით, რუსეთი იწყებს მოლაპარაკებებს რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე, რომლებიც აზერბაიჯანისა და თურქეთის გზებთან დაკავშირებას უზრუნველყოფს, – ამის შესახებ რუსეთის ვიცე-პრემიერმა, ალექსეი ოვერჩუკმა განაცხადა.

მისივე თქმით, აღსადგენი რკინიგზის მონაკვეთების საერთო სიგრძე დაახლოებით 1.6 კმ და 12.4 კმ-ია.

როგორც ალექსეი ოვერჩუკმა აღნიშნა, პროექტის განხორციელების ტექნიკური, ფინანსური და სხვა პირობები მოლაპარაკებების დროს განისაზღვრება.

„სომხური მხარის მოწოდების შესაბამისად და სომხური ხალხის მიმართ მეგობრული, ძმური გრძნობების საფუძველზე, რუსეთის ფედერაციამ გადაწყვიტა, დაიწყოს არსებითი მოლაპარაკებები სომხეთის რკინიგზის ორი მონაკვეთის აღდგენაზე. ეს უზრუნველყოფს მათ დაკავშირებას აზერბაიჯანის რესპუბლიკის რკინიგზასთან ქალაქ ერასხის მიდამოებში, ასევე თურქეთის რესპუბლიკის რკინიგზასთან ახურიანის დასახლების მიდამოებში. ჩვენ დიდად ვაფასებთ რუსული გამოცდილების, ექსპერტიზისა და ტექნოლოგიებისადმი ნდობას, რაც სომხურმა მხარემ კიდევ ერთხელ დაადასტურა რუსეთისთვის მიმართვით“, – განაცხადა ალექსეი ოვერჩუკმა.

თარგმანი: პირველი არხი