აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი ჯეი დი ვენსი, მეუღლესთან ერთად, 9-10 თებერვალს ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვევა.

როგორც სომხური მედია მთავრობის პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი დღეს საღამოს სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდება, რის შემდეგაც ისინი განცხადებებს გააკეთებენ.

სომხეთიდან ჯეი დი ვენსი აზერბაიჯანში გაემგზავრება. ქვეყანაში მისი ვიზიტი 10-11 თებერვალს არის დაგეგმილი.