რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ღამით ქვეყნის 13 რეგიონისკენ მიმავალი 193 უკრაინული დრონი გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, რუსებმა მოსკოვის ოლქში 40 დრონი, მათ შორის დედაქალაქის მიმართულებით 34 უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს; ბრიანსკის ოლქში – 47; კალუგის ოლქში – 42; ტულის ოლქში – 32; კურსკის ოლქში – 10; ორიოლის ოლქში – შვიდი; ვორონეჟისა და როსტოვის ოლქებში – ოთხი; ტამბოვისა და ორენბურგის ოლქებში – ორ-ორი; ბელგოროდის, ლიპეცკისა და სამარის ოლქებში კი თითო-თითო უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს.