რუსეთის თავდაცვის სამინისტრო უკრაინას მოსკოვზე "დრონებით" თავდასხმის მცდელობაში" ადანაშაულებს.

"დღეს დილით კიევის რეჟიმის მცდელობა, განეხორციელებინა ტერორისტული თავდასხმა ხუთი უპილოტო საფრენი აპარატით მოსკოვის რეგიონსა და ახალ მოსკოვში არსებულ ობიექტებზე, ჩაიშალა", – აცხადებს თავდაცვის უწყება.

ოკუპანტი ქვეყნის უწყება ამბობს, რომ "ახალი მოსკოვის ტერიტორიაზე ოთხი "დრონი" საჰაერო თავდაცვის სისტემამ გაანადგურა, ხოლო კიდევ ერთი "დრონი" ელექტრონული საშუალებით "ჩაახშვეს".

"აღკვეთილი ტერაქტის შედეგად მსხვერპლი და ნგრევა არ ყოფილა", - აცხადებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრო.

რუსული მხარე ამბობს, რომ სამშაბათს დილით დროებით შეჩერებული იყო ფრენები ვნუკოვოს აეროპორტიდან. მოსკოვის მერმა "დრონებით" თავდასხმაში უკრაინა დაადანაშაულა.

კიევს მოსკოვის ბრალდებებზე კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია.