რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ სომხეთიდან ელჩი სერგეი კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვში გაიწვია. 

ამის შესახებ ინფორმაციას რუსეთის საგარეო უწყება ავრცელებს.

მიზეზად სახელდება სომხეთის ხელისუფლების მიერ ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

„სომხეთის რესპუბლიკაში რუსეთის ფედერაციის ელჩი ს.პ. კოპირკინი კონსულტაციებისთვის მოსკოვშია გაწვეული სომხეთის ხელისუფლების ევროკავშირთან დაახლოების მიზნით გადადგმული ნაბიჯების გამო, რაც ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფარგლებში არსებულ თანამშრომლობას აზიანებს“, - აღნიშნულია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.