სევასტოპოლზე მომხდარი თავდასხმის გამო აშშ-ის ელჩი რუსეთის საგარეო სამინისტროში დაიბარეს.
როგორც ოფიციალური მოსკოვი აცხადებს, ამერიკელ დიპლომატს დემარში გამოუცხადეს იმ თავდასხმის გამო, რომელსაც 4 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა და 150-ზე მეტი დაშავდა.
"აშშ, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ფაქტობრივად გახდა კონფლიქტის მხარე. აშშ უკრაინის შეიარაღებულ ძალებს ყველაზე თანამედროვე იარაღს აწვდის. მათ შორის სევასტოპოლის მცხოვრებლების მიმართ გამოიყენეს ATACMS–ის ტიპის რაკეტები, რომლის მართვაშიც ამერიკელი სპეციალისტები მონაწილეობენ და კიევის რეჟიმთან თანაბარ პასუხისმგებლობას იზიარებს ამ ბოროტებაზე. რუსეთის ტერიტორიაზე განხორციელებული თავდასხმა დაუსჯელი არ დარჩება", – აცხადებენ რუსეთის საგარეო უწყებაში.