რუსეთის ძალების მიერ გასულ ღამეს უკრაინის ქალაქ ზაპოროჟიეზე საჰაერო თავდასხმას ორი ადამიანი ემსხვერპლა. დაშავებულია 22 ადამიანი, მათ შორის ორი ბავშვი.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ზაპოროჟიეს რეგიონული თავდაცვის საბჭოს თანათავმჯდომარე ივან ფედოროვზე დაყრდნობით ავრცელებს.
რეგიონის გუბერნატორის, მიხაილო სემიკინის განცხადებით, თავდასხმის შედეგად დაზიანდა საცხოვრებელი კორპუსები, კერძო შენობები, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.








