ბერლინში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის კანცლერ ფრიდრიხ მერცსა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურ მდივან მარკ რუტეს შორის შეხვედრა გაიმართა. ერთობლივ პრესკონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, გერმანიის მთავრობის მეთაურმა განაცხადა, რომ ომის დასრულების შემდეგ უკრაინისთვის მიცემული უსაფრთხოების გარანტიები ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებასთან ახლოს იქნება. მერცმა გამოთქვა მოსაზრება, რომ 2008 წელს კიევის ალიანსში არმიწვევა შეცდომა იყო.

გერმანიის კანცლერმა ასევე განაცხადა, რომ ევროპა მზად არის, რუსეთთან მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამასთან, მან მოსკოვს მოუწოდა, შეწყვიტოს სახიფათო პროვოკაციები პოლონეთში. მედიაში გავრცელებულ ცნობებს იმის შესახებ, რომ რუსეთის ფედერაციას წლის ბოლომდე კოსმოსში ბირთვული იარაღის განთავსება სურს, მერცმა არა ახალი, თუმცა მაინც შოკის მომგვრელი უწოდა, — იუწყება სააგენტო Reuters.

გარდა ამისა, მერცის თქმით, მიმდინარე კვირაში განიხილება NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგის შემდგომი გაძლიერების საკითხი, რომელიც იმაზე მეტად უნდა იყოს დაცული, ვიდრე აქამდე იყო.