რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო იუწყება, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, 66 წლის ასაკში „უეცრად“ გარდაიცვალა. 

გარდაცვალების მიზეზის შესახებ უწყებას დამატებითი დეტალები არ გაუვრცელებია.

აშშ-ში რუსეთის ელჩი, ალექსანდრე დარჩიევი, ოთხშაბათს, 11 ნოემბერს, 66 წლის ასაკში „უეცრად“ გარდაიცვალა.

ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყებას გარდაცვალების მიზეზსა და ადგილზე დაზუსტებული ცნობები არ მიუწოდებია.

„რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელობა და თანამშრომლები ღრმა მწუხარებით იუწყებიან 11 ნოემბერს ალექსანდრე ნიკიტას ძე დარჩიევის უეცარი გარდაცვალების შესახებ“, - აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში, სადაც მას „გამოჩენილ დიპლომატად“ და „აშშ-ის საკითხების ბრწყინვალე სპეციალისტად“ მოიხსენიებენ.