რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს

1667394133
რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.
რუსეთის თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ გაეროსა და თურქეთის წყალობით, რუსეთმა მიიღო უკრაინისგან საჭირო წერილობითი გარანტიები, რომ უკრაინის ჰუმანიტარული დერეფანი და პორტები არ იქნება გამოყენებული რუსეთის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციების განსახორციელებლად.
„რუსეთს მიაჩნია, რომ ამ მომენტში მიღებული გარანტიები საკმარისია და განაახლებს შეთანხმების შესრულებას“, - ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
1-ელ ნოემბერს, ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებიდან არ გადის და მას მხოლოდ დროებით აჩერებს.
„ჩვენ არ ვამბობთ, რომ ამ ოპერაციაში მონაწილეობას ვწყვეტთ. არა, ჩვენ ვამბობთ, რომ მას ვაჩერებთ. უკრაინამ უნდა გასცეს გარანტია, რომ სამოქალაქო გემებისა და რუსეთის მომარაგების გემებისთვის საფრთხეები არ შეიქმნება“, - აღნიშნა ვლადიმირ პუტინმა.