საქართველოს ერთადერთი "გლობალური ომის პარტიის" – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება, - ასე ეხმიანება გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი „ქართული ოცნების“ მიერ საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატად მიხეილ ყაველაშვილის წარდგენას.
"მმართველ პარტიას სრული ძალაუფლება სურს. მას გაყოფილი ქვეყნის ერთმანეთთან შერიგება არ სურს. საქართველოს ერთადერთი "გლობალური ომის პარტიის" – რუსეთის ხელში ჩავარდნა ემუქრება", - წერს როთი სოციალურ ქსელში.
The ruling party wants all the power. It does not want to reconcile the divided country. Georgia is in danger of falling into the hands of the only Global War Party Russia. 🇬🇪🇪🇺🫶 https://t.co/629utrGnVN
— Michael Roth - official 🇪🇺🇺🇦🇮🇱🇬🇪 (@MiRo_SPD) November 27, 2024