თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სოციალურ ქსელში წერს.

"თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისკენ სწრაფვა სახელმწიფო ძალადობით ვერ შეჩერდება. ევროკავშირი და წევრი ქვეყნები საქართველოში ერთგული ევროპელების გვერდით უნდა დადგნენ. თვალის არიდება და დაძაბული სიტუაციის ტრივიალიზება შესაძლებლობას ნამდვილად არ წარმოადგენს", - წერს მიხაელ როთი.