თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაელ როთი სალომე ზურაბიშვილის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

"თუ მამაც პოლიტიკოსს ეძებთ, მას საქართველოში იპოვით! ქალბატონო პრეზიდენტო, მადლობა სიღრმისეული საუბრისთვის. სალომე ზურაბიშვილი ავტორიტარული რეჟიმის წინააღმდეგ საქართველოს ევროატლანტიკური მომავლის გარანტია.

ის ნამდვილი გმირია!", - წერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთი პლატფორმა X-ზე.