რომის პაპმა ლეო XIV-მ უკრაინას 80 გენერატორი გაუგზავნა, რათა მოსახლეობას მძიმე ზამთრის პირობებში გადარჩენაში დაეხმაროს, – ამის შესახებ ინფორმაციას ვატიკანი ავრცელებს.

სამი სატვირთო მანქანა რომში მდებარე წმინდა სოფიას ბაზილიკიდან, უკრაინული ეკლესიიდან, გაიგზავნა და უკვე კიევში ჩავიდა.

როგორც მედია წერს, უკრაინაში გენერატორებთან ერთად ათასობით მედიკამენტიც გაიგზავნა, მათ შორის ანტიბიოტიკები, ანთების საწინააღმდეგო საშუალებები და ვიტამინები.