ესპანეთის პოლიციამ პლატფორმა X-ზე ორი 2-ევროიანის ფოტო ატვირთა და მოქალაქეებს სთხოვა ამოეცნოთ, რომელი იყო ყალბი და რომელი ნამდვილი. სწორი პასუხის გაცემა ბევრმა ვერ შეძლო, - წერს ესპანური გამოცემა 20minutos.

გამოცემის ცნობით, ესპანეთის პოლიციამ ყალბი მონეტების დასამზადებელი ბოლო ათწლეულის ყველაზე დიდ სახელოსნოს მიაკვლია და ყალბი მონეტების უმაღლესი ხარისხში მოქალაქეების დარწმუნების მიზნით ერთმანეთის გვერდიგვერდ გადაღებული ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა და მოქალაქეებს ყალბის გამოცნობა სთხოვა.

ყალბი მონეტების დასამზადებელი სახელოსნოს, რომელიც პოლიცია ტოლედოში აღმოაჩინა, ჩინეთის მოქალაქეებს ეკუთვნოდა. სახელოსნოში არსებული ორი მანქანით მათ დღეში 900-იდან 1000-მდე მონეტის დამზადება იყო შესაძლებელი. პოლიცია ვარაუდობს, რომ დამნაშავეებმა 2018 წლიდან ესპანურ ბაზარზე 100 ათასი, ხოლო სხვა ქვეყნების ბაზარზე კი 400 ათასი მონეტა გაიტანეს.

სახელოსნოში დამზადებული ყალბი მონეტა ძალიან მაღალი ხარისხით გამოირჩევა, მაგრამ, ნამდვილისგან განსხვავებით, მაგნეტიზირებული არ არის. ფოტოზე ნაჩვენები მონეტებიდან ყალბი ისაა, რომელიც მარცხნივაა, - წერს 20minutos.