ამის შესახებ ინფორმაციას სახალხო დამცველი ავრცელებს.
"15 აპრილი 11 მაისი პერიოდში დაკავებულთა ადგილსამყოფელის დადგენა/უფლებების დარღვევის თაობაზე ცხელ ხაზზე 216 შეტყობინება შემოვიდა.
სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 129 პირი.
46 პირთან დაკავშირებით, რომლებიც მიუთითებდნენ არასათანადო მოპყრობაზე ინფორმაცია მიეწოდა სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს."