აშშ რუსეთსა და უკრაინას შორის სამშვიდობო შეთანხმების ახალ პირობებს წარადგენს.
საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ცნობით, შემუშავებულ დოკუმენტში აშშ მოუწოდებს უკრაინას დათმოს ტერიტორია, დაყაროს იარაღი და შეამციროს სამხედრო შემადგენლობა.
აშშ ამჟამად ზელენსკისზე ზეწოლას ახდენს, რათა იგი დათანხმდეს ამ ჩარჩო დოკუმენტს.




