საფრანგეთი 19 თებერვალს ევროპელ ლიდერებთან ერთად, უკრაინასთან დაკავშირებით მორიგ შეხვედრას გამართავს.

ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, პარიზმა შეხვედრაზე მიიწვია იმ ევროპული ქვეყნების ლიდერები, რომლებიც პირველ სამიტზე არ იყვნენ.

წყაროს თქმით, მიწვეულ ქვეყნებს შორის არიან: ნორვეგია, კანადა, ჩეხეთი, საბერძნეთი, ფინეთი, რუმინეთი, შვედეთი, ბელგია და ბალტიისპირეთის ქვეყნები.

ცნობისთვის, 17 თებერვალს პარიზში გამართულ შეხვედრას რვა ქვეყნის ლიდერი ესწრებოდა, მათ შორის დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი, გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ასევე ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი. სამიტის შემდეგ მაკრონმა განაცხადა, რომ ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერასა და თავდაცვაში ინვესტიციების განხორციელებაზე შეთანხმდნენ.

თარგმანი: პირველი არხი