ასეთი განცხადება შეერთებული შტატების პრეზიდენტმა „ნიუ-იორკ ტაიმსთან“ ინტერვიუში გააკეთა.

ინტერვიუს დროს პრეზიდენტი დაბეჯითებით ირწმუნებოდა, რომ სწორად მოიქცა, როდესაც ირანზე დარტყმის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება.

ნება დართო „გიჟებს“, რომ  ჰქონდეთ ბირთვული იარაღი, ეს უარესია, ვიდრე თუნდაც რეგიონული კონფლიქტი, - განაცხადა ტრამპა და დასძინა, რომ, მისი აზრით, ამერიკელების უმეტესობა მას უჭერს მხარს. 

ინტერვიუს მიცემის მომენტისთვის გასაჯაროებული „როიტერ“-„იპსოსის“ გამოკითხვის შედეგების თანახმად, ამერიკელების 43% არ იწონებს ირანზე სამხედრო დარტყმას, 27% საპირისპირო აზრზეა, ხოლო 10-დან დაახლოებით ყოველ მესამეს ჩამოყალიბებული პოზიცია არ აქვს. 

ამასთან დაკავშირებით ტრამპმა განაცხადა:

„ვფიქრობ, რომ გამოკითხვების შედეგები ძალიან კარგია, მაგრამ მე არ მაინტერესებს გამოკითხვები. სწორად უნდა გავაკეთო. ეს დიდი ხნის წინ უნდა გაკეთებულიყო“.