პრემიერ-მინისტრის სპიკერმა განაცხადა, რომ ბ-ნი სუნაკი „იმედგაცრუებულია" ევროპის მაუწყებელთა კავშირის გადაწყვეტილებით. იგი თვლის, რომ „ღირებულებები და თავისუფლებები, რომლებისთვისაც იბრძვიან პრეზიდენტი ზელენსკი და უკრაინელი ხალხი, არის არა პოლიტიკური, არამედ ფუნდამენტური და ეს თავად ევროვიზიამ აღიარა გასულ წელს, როდესაც სამართლიანად ამორიცხა რუსეთი კონკურსიდან"

ამასთან, ოფისი N10 აცხადებს, რომ არ აპირებს გადაწყვეტილების შეცვლის მიზნით ჩარევას ან მაუწყებლისადმი თხოვნით მიმართვას.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ასევე მიიჩნევს, რომ უკრაინის ლიდერის აზრის მოსმენა „მართებული" იქნებოდა.

ევროპის მაუწყებელთა გაერთიანება (EBU), სადაც ევროვიზიის კონკურსის აღმასრულებელი დირექტორი შვედი მარტინ ოსტერდალია,  გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნავს, რომ კონკურსის დაარსების დღიდან არსებული მკაცრი წესები და პრინციპების თანახმად, იკრძალება პოლიტიკური ან მსგავსი განცხადებების გაკეთება.  

EBU-ს თქმით,  ევროვიზიის სიმღერის კონკურსის სტყვით გამოსვლის შესახებ ზელენსკის თხოვნა „შესაქები განზრახვით იყო გაკეთებული“,  მაგრამ „სამწუხაროდ, ეწინააღმდეგებოდა ღონისძიების წესებს დაევროპის მაუწყებელთა კავშირის ხელმძღვანელობა მას ვერ დააკმაყოფილდებდა".  

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტის ოფისმა უარყო გამოცემა The Times-ის მიერ გავრცელებული ინფორმაცია, რომ ვოლოდიმირ ზელენსკის სურდა მიემართა „ევროვიზიის" მაყურებლისადმი.  

„Times-ის ინფორმაცია არ არის სიმართლე. უკრაინის პრეზიდენტის ოფისს არ მიუმართავს „ევროვიზიის" ორგანიზატორებისთვის ვოლოდიმირ ზელენსკის ონლაინ გამოსვლის თხოვნით, ფინალის ან ნებისმიერი ეტაპის დროს," - წერს პრეზიდენტის ოფისის სპიკერი სერგი ნიკიფოროვი.