შესაბამის გადაწყვეტილებას შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისი აქვეყნებს.
აშშ-მა რუსული ნავთობგიგანტის, „ლუკოილის“ წინააღმდეგ გარკვეული სანქციების ძალაში შესვლას გადაავადა.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტრომ ლუკოილის უცხოურ ბენზინგასამართ სადგურებს მუშაობის ნებართვა 2026 წლის 29 აპრილამდე მისცა. ნებართვა ადრე 13 დეკემბრამდე იყო გახანგრძლივებული.
ამგვარად, ეს ღონისძიება ბენზინგასამართ სადგურებს რუსეთის ფარგლებს გარეთ მუშაობის გაგრძელების საშუალებას აძლევს. თუმცა, მათი ფულადი ნაკადები რუსეთში არ უნდა შედიოდეს.








