აჭარის მთავრობის თავმჯდომარე სულხან თამაზაშვილი თურქეთის რესპუბლიკის, ართვინის პროვინციის გუბერნატორს თურან ერგუნს და თურქეთის დელეგაციის წარმომადგენლებს შეხვდა.
შეხვედრის ფარგლებში, აჭარის რეგიონსა და ართვინის პროვინციას შორის არსებული სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრეს და განიხილეს ის პრიორიტეტული მიმართულებები, რომლებიც მნიშვნელოვანია საზღვრისპირა რეგიონების განვითარებისთვის.
სულხან თამაზაშვილმა ხაზი გაუსვა აჭარისა და ართვინის პროვინციას შორის არსებულ მჭიდრო მეზობლურ და პარტნიორულ ურთიერთობებს. აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია კულტურულ და საგანმანათლებლო სფეროებში თანამშრომლობის გაღრმავება, ასევე, ტურიზმის მიმართულებით ერთობლივი პროექტების განხორციელება.
შეხვედრაზე მხარეებმა გამოხატეს მზაობა არსებული თანამშრომლობის კიდევ უფრო გაღრმავებისა და გაძლიერებისთვის, რაც შექმნის ახალ შესაძლებლობებს რეგიონული განვითარებისთვის.










